მღვიმეების უცნაური სამყარო

 

277402_186973878028435_6631445_oინტერვიუ რომან თოლორდავასთან
რას წარმოადგენს სპელეოტურიზმი და რითაა გამორჩეული ჩხოროწყუ?

ზოგადად სპელეოლოგია მეცნიერებაა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მიწისქვეშა სიღრმეებს. თავისი განვითარების მანძილზე ის ჩამოყალიბდა და არსებობს უპირველესად როგორც სამეცნიერო დარგი, თუმცა სპორტისა და  დასვენების უნიკალურ შესაძლებლობებს უწყობს ხელს. სპალეოტურიზმი სპორტისა და აქტიური დასვენების ერთგვარი სიმბიოზია….საქართველოს ტერიტორიის 16 პროცენტი კარსტულია ანუ მოიცავს ისეთ ადგილებს,სადაც ბუნებრივი პირობების გამო ჩნდება ჭები, უფსკრულები, შახტები და უბრალოდ ჰორიზონტალური მღვიმეები…ჩხოროწყუ ამ კუთხით ძალიან საინტერესოა, ვინაიდან მის ტერიტორიაზე უამრავი უნიკალური ობიექტია.

ბატონო რომან. თუ შეიძლება ზოგადად გვითხრათ სპელეოტურიზმის მთავარი ცენტრები ჩვენს რაიონში.სად მდებარეობენ და როგორ შეიძლება მათი ნახვა?

კომპანია “ტობა ტრეკინგი” ადგენს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მარშრუტებს….

ეს უშუალოდ დამოკიდებულია იმ მოთხოვნაზე, რომელიც ტურისტს გააჩნია…ჩხოროწყუ განსაკუთრებით მდიდარია ექსტრემალური ტურისტული მარშრუტებით, რაც უმეტწილად სპორტული სპელეოლოგიით დაკავებული ტურისტებისთვის არის განკუთვნილი.

 სპელეოტურისტს რა დონის გამოცდილება ესაჭიროება და შეუძლია თუ არა ჩვეულობრივ სტუმარს ჩხოროწყუს ღირშესანიშნაობათა ნაწილის მონახულება?

ნაწილის მონახულება შეუძლია ჩვეულებრივ ტურისტს, ხოლო რაც შეეხება უფსკრულებს, დიდი გამოცდილებაა საჭირო.

ბატონო  რომან. თქვენ არაერთხელ ხართ ნამყოფი მღვიმეებში.სიტყვებით ძნელია გადმოცემა,მაგრამ რა თავისებურებები და ემოციები  ახლავს თან იქ  ყოფნას? რა იზიდავთ სპელეოლოგებს მღვიმეებში?

ამის თქმა შეუძლებელია…მღვიმე დღემდე ბოლომდე ამოუცნობი და შეუსწავლელი ფენომენია…ერთი რამ კი ცხადია,თუ ერთხელ დაგატყვევა სიცოცხლის ბოლომდე მისი მსახური რჩები…

რას წარმოადგენს მიწისქვეშა წყლები ? რამდენად უცნაურია წყლის სამყარო მიწისქვეშეთში?

მიწისქვეშა წყლები იგივე მდინარეებია, ოღონდ საკმაოდ დაბლა დედამიწის ზურგიდან….იქ თავისებური მიკროკლიმატია, რაც ამ მდინარეებს და ტბებს თავისებურ თვისებებს სძენს…

თქვენ გამოუშვით საიმიჯო წიგნი სამეგრელოზე.ორიოდე სიტყვა აღნიშნულის შესახებ ,სად შეიძლება მისი შეძენა და საორიენტაციო ფასი.528180_567872893244123_1808432928_n

ესაა წიგნი სამეგრელოზე,რომელიც სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს…მასში ძალიან ბევრი ისეთი ადგილია შესული ,რაც ძალიან ცოტა ადამიანს  თუ ექნება ნანახი….

ეს გახლავათ ბუნების საოცრებები, რომლებიც თავიანთი პირველქმნილობით და ხელშეუხებლობით არაფრით ჩამოუვარდებიან მსოფლიოს სახელმოხვეჭილ ადგილებს….ძალიან ბევრი უცხოელი მწერს, რომ ისინი მზად არიან ამ ზაფხულზევე ჩამოვიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ ეს ყველაფერი….წიგნი იყიდებება “ბიბლუსის” ყველა მაღაზიაში

ბატონო  რომან. რამდენი წელია ეუფლებით ფოტოხელოვნებას და აპირებთ თუ არა გამოფენის ორგანიზირებას?

ძალიან დიდი ხანია ფოტოებს ვიღებ…. ალბათ, სულ ცოტა 10 წელი…

რაც შეეხება ჩემს გამოფენას, არ ვთვლი საჭიროდ, ვინაიდან ჩემი ფოტოები საკმაოდ აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს აქვს მათი ნახვის და შეფასების საშუალება. ეს უფრო დიდი აუდიტორიაა, ვიდრე ის რომელიც ერთმა გამოფენამ შეიძლება დაიტიოს.

 

You can skip to the end and leave a response. Pinging is currently not allowed.